Sunday, November 9, 2014

კლუბებს შორის შეჯიბრი

პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში 7 ნოემბერს ჩატარდა შეჯიბრი ზერტის და მეჯვრისხევის საჯარო სკოლების გარემოს დაცვის კლუბებს შორის (მეჯვრისხევის გარემოს დაცვის კლუბი "ჩვენ"). გუნდება საკმაოდ კარგი შედეგები გამოავლინეს და ნაყოფიერიც აღმოჩნდა მათთვის ეს შეხვედრა. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეჯიბრებები კიდევ უფრო გააღრმავებს სკოლებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.
შეჯიბრი ჩატარდა პროექტის - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება“ (დაფინანსებული USAID- მიერ და ხორციელდება UNICEF- თან თანამშრომლობით) ფარგლებში.





ჯგუფმა "ჩვენ" აქტიურად დაიწყო მუშაობა

მესამე ჯგუფმა "ჩვენ" უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა გარემოს დაცვის კლუბში. ლოგო შექმნეს და მუშაობენ პროექტზე "დავეხმაროთ ცხოველებს და დავიცვათ საკუთარი თავი". ბავშვებო გისურვებთ წარმატებას.




პრეზენტაციები ახალი კლუბისთვის

მეჯვრისხევის საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბმა განაახლა მუშაობა. წინა ჯგუფების " მწვანე საქართველო " და " ბუნების ქომაგები " _ ს წევრმა ბავშვებმა გააკეთეს პრეზენტაციები ახალი კლუბისთვის. მოკლედ, კლუბმა დაიწყო აქტიური მუშაობა.